|
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ინტერნეტი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის განვითარების საქმეში. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება როგორც საინფორმაციო, ასევე საკომუნიკაციო თვალსაზრისით.
2000 წლიდან ინტერნეტი გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება საქართველოში. შედეგად, დღეისათვის ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 350 000-ს აღემატება.
ტურისტებისა და ინვესტორების უმრავლესობა, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ინფორმაციის მოძიებისას უპირატესობას ინტერნეტს ანიჭებს.
სწორედ დღევანდელი რეალობა გახდა საუძველი სრულყოფილი ინტერნეტ-ცნობარის www.geolist.ge-ს შექმნის მიზეზი.
2008 წლის სექტემბერში ინტერნეტ-საინფორმაციო სფეროში გამოცდილი ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა შექმნა პროექტი, რომელიც ამავე წლის დეკემბრში წარმატებით განხორციელდა.
ჩვენი გუნდი შედგება ინტერნეტ-სფეროს ექსპერტებისგან, რომლებსაც არაერთი წლის გამოცდილება გააჩნიათ კომუნიკაციის ამ უმნიშვნელოვანეს სივრცეში.
ჩვენი მიზანია ქართულ და უცხოენოვან კონტიგენტს – ტურისტებს, ინვესტორებს, თბილისისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, თბილისის ორგანიზაციების, მათ მიერ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ.
სამომავლოდ დაგეგმილია არა მხოლოდ თბილისის, არამედ სრულიად საქართველოს ყველა რეგიონისა და ქალაქის ორგანიზაციებისა თუ ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციის განთავსება ჩვენს ცნობარში.
|